კრიპტო ლარის ემისია [BM.GE]

crypto gel

ცოტა ხნის წინ ბეევრად ადრე დაანონსებული გეგმა უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა შეასრულა და Facebook -მა შექმნა საკუთარი კრიპტოვალუტა ლიბრა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები და ონლაინშოპინგი. თუმცა ამ იდეაში ბევრმა გარკვეული საფრთხეები დაინახა.

Facebook-ის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას თეთრი სახლის ადმინისტრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. ვაშინგტონში პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ასეთი ტიპის ახალი გადარიცხვის საშუალება, შესაძლოა, უკანონო ოპერაციებისა და ტრანზაქციების შესასრულებლად გამოიყენონ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ფულის გათეთრება, ტრეფიკინგი და ტერორიზმის დაფინანსება.

ამ პროცესებმა და წინააღმდეგობამ რომელიც არც ევროსტრუქტურებში დაუკლიათ ეფექტი და გავლენა მაინც იქონია და პროცესები მსოფლიოს უმსხვილეს ბანკებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენები დაჩქარდა. თანამედროვე სიფრული სამყარო და ბლოჩეინი.

სტუმარი: ლევან ბოძაშვილი - ევროკავშირის ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის ჯგუფის

წყარო: www.bm.ge